თარგმანი: ზოგად ორსავე უწოდს საცხორებელად თჳსსა —მის ძლით მრავალთა პირთა მიერ ქადაგებასა ქრისტესსა, და ქადაგებისა მისთჳს უმეტეს შემთხუევასა ტანჯვათასა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე გონებისა მის ყოვლადქებულისაჲ, ვითარ ესოდენთა წარმატებათა შინა მყოფი ერისა ლოცვათა თანაშემწეობასა ითხოვს, ვითარმედ: მათითა ვედრებითა უმდიდრესი იქმნების მის ზედა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომლისა მიერ წარემართოს მას მრავლით ჟამითგან მოსალოდებელი იგი მისი სრბაჲ წამებითა აღსასრულისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 1:20
19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.
ფილიპელთა მიმართ თავი 1