მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:19

18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა, მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა (1,19-20).:

თარგმანი: ზოგად ორსავე უწოდს საცხორებელად თჳსსა —მის ძლით მრავალთა პირთა მიერ ქადაგებასა ქრისტესსა, და ქადაგებისა მისთჳს უმეტეს შემთხუევასა ტანჯვათასა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე გონებისა მის ყოვლადქებულისაჲ, ვითარ ესოდენთა წარმატებათა შინა მყოფი ერისა ლოცვათა თანაშემწეობასა ითხოვს, ვითარმედ: მათითა ვედრებითა უმდიდრესი იქმნების მის ზედა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომლისა მიერ წარემართოს მას მრავლით ჟამითგან მოსალოდებელი იგი მისი სრბაჲ წამებითა აღსასრულისაჲ.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...3; არამედ, როგორც ვთქვი, თუ ჩვენ თვითონაც მოქმედნი ვართ, თქვენთვის აღვლენილი ლოცვებიც ნაყოფს გამოიღებს. მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“ (); და კვლავ: „თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს“ (). შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“

ხოლო თუ უქმად ვართ, ვერცერთი მლოცველი ვერ შეძლებს, სარგებელი მოგვიტანოს. რა არგო იერემიამ იუდეველებს? განა მესამედ არ მივიდა ღმერთთან და მესამედ არ მოისმინა ეს აკრძალვა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო“ ()4...

სრულად ნახვა