მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:21

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ცხორება ჩემდა ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ (1,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას განკითხვად წარდგინებასა განრომილ იყო მო კლვისაგან, რაჲთა არა დიდ ჰგონებდენ განრომასა, და დაკნინება შეჰრაცხონ, ოდეს იქმნეს მოკლვაჲ მისი, ამისთჳს წინა-განსწავლის მოწაფეთა, ვითარმედ: ჩემდა ცხორებაჲ არათუ სხუაჲ რაიმე არს, თჳნიერ ქრისტე, და სიკუდილი მისთჳს შემირაცხიეს შესაძინელად, რაჲთა უსრულესად და უწმიდესად ვიხილო სასურველი იგი ჩემი, რომლისა შუაკედელ ჩემდა არს სიზრქე ესე ჴორცთაჲ.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...ცველთა თავდასხმებისა არ ეშინიათ, რადგან არაფერი აქვთ, რითაც ზიანი მიადგებათ; ქონება არ არის, არის სხეული და სული; თუკი მათ სულს წაართმევენ, ზიანს კი არ მიაყენებენ, არამედ სარგებელს მოუტანენ. რადგან ამბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს. ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().

5. აღსასრულის სიხარული და სნეულების მოთმინება

იქ არასოდეს გაიგონებ არც გოდებას, არც მოთქმას; მათი ჭერი სუფთაა ამ უსიამოვნებათაგან, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან. რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ. გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას. და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამე; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას...

სრულად ნახვა