მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:25

24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა (1,12).

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ პყრობილებაჲ იგი პავლესი დახრწევა იქმნა ქადაგებისა, ამისთჳს ამას აუწყებს, ვითარმედ უფროჲსღა წარმატება იქმნა, არა ხოლო თუ არაჲს დაკლებაცა.

მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა (1,13-14).

თარგმანი: ტაძრად უწოდს პალატსა ჰრომთა სამეუფოჲსასა, რომელსა შინა განკითხვად წარიდგინა იგი, და წინაშე პირსა ყოველთასა კადნიერებითა ურწმუნოთა ექმნა გზა მოქცევისა, და მორწმუნენი უკადნიერესად ქადაგ ყვნა სახარებისა. მათ უწოდს სხუად, ხოლო ამათ — ძმად.

მოციქულისაჲ: უმეტესადღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად (1,14).

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთგანითა დაწყებითა უსაკუთრესად წარმოითქუნენ სიტყუანი ესე, — კრულებანი ჩემნი განცხადებულ ექმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა, და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის