თარგმანი: რიდობით და მყუდროდ შეაშინებს და განაკრძალებს მათ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ჩემსა, არამედ თქუენსა უმჯობესსა მეძიებელ ვარ, ამისთჳს გიჴმს, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სასოებაჲ ესე და მოლოდებაჲ ჩემი, არამედ ვითარ-ესე მე მრწამს, ეგრეთ წარმატებულ იქმნნეთ და ახაროთ სარწმუნოებასა ჩემსა თქუენდა მიმართ.
ფილიპელთა მიმართ 1:26
25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
ფილიპელთა მიმართ თავი 1