მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:24

23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
ფილიპელთა მიმართ თავი 1
24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელად-რე თქუენთჳს (1,23-24).:

თარგმანი: აჰა ესერა, ორთავე ამათ შინა, რომელთა წადიერებითა შეპყრობილ იყო, თჳთვე გჳჩუენებს ფრიად უმჯობესსა, რომელ არს განსლვაჲ ჴორცთაგან და ქრისტეს თანა ყოფაჲ. ვინაჲცა შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უსაჭიროეს თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: "ჩემდა უსაწადელეს არს ყოფაჲ ქრისტეს თანა, ხოლო თქუენთჳს უფროჲს საჭიროდ საჴმარ არს დადგრომაჲ ჩემი ჴორცთა შინა. ვინაჲცა ფრიად უფროჲს უმჯობესსა მას ჩემსა სურვილისა მიმთხუევასა აღჳრ-ვასხამ, ჟამ ერთ უსაჭიროესისა მისთჳს სარგებელისა თქუენისა". იხილე გონებაჲ, მიმსგავსებული ქრისტესი, რომელმან სული თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთათჳს, და არა თავისაჲ იძია უმჯობესი, არამედ მოყუასთაჲ; რომლისა მიერ ცხად არს, რამეთუ არა ხოლო სიტყჳთ მასწავლელი იყო ამისი, ვითარმედ: "ნუ ხოლო თავისასა ეძიებს კაცად-კაცადი თქუენი, არამედ მოყუსისასაცა", არამედ ფრიად უფროჲსღა - საქმით აღმასრულებელი. აჰა ესერა, თჳსი ნებაჲ სურვილისაჲ განკუეთა სხუათა უმჯობესისათჳს, რომლისა მიერ მას მრჩობლ უმეტესი შეეთხზვის გჳრგჳნი დიდებისაჲ განმრავლებასა თანა მის მიერ ცხოვნებულთასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის