მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:7

6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;
ფილიპელთა მიმართ თავი 1
7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს (1,7).:

თარგმანი: რომელი "ესე"? — ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ ზემო თქუმული სავედრებელი სიტყუაჲ, რაჲთა რომელმან იწყოს მათ შორის საქმე კეთილი, აღასრულოს იგი ვიდრე მოსლვადმდე ქრისტესა, რამეთუ სამართალ არს ესრეთ, რაჲთა ყოველსა დამწყებელსა კეთილისასა ულოცვიდენ წინამძღუარნი მათნი, მონიჭებად სრულებაჲ დაწყებულსა მისსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის