თარგმანი: არა თუ ტყუვილისა რაჲსმე საწამებელად, არამედ ფრიადცა ჭეშმარიტებისა დასამტკიცებელად შემოიღებს წამებასა ღმრთისასა, ხოლო სურვილსა მას თჳსსა არა საჴმართა მათ მიაჩემებს, მათ მიერ წარმოცემულთა, არამედ წყალობათა ქრისტეს მიერ მონიჭებულთა, ვითარმედ: მოწყალებისა ამის გულისათჳს, ქრისტეს მიერ ჩემდა მოცემულისა, და არარაჲს სხჳსა ჴორციელისა მიზეზისათჳს მაქუს სურვილი თქუენი.
7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,
ფილიპელთა მიმართ თავი 1