თარგმანი: ესრეთ უსაზღვროებასა ქრისტეს მიერისა სიყუარულისასა უჩუენებს მათ ლოცვით თხოვითა დღითი-დღე გარდარევისა და უფროჲს გარდამატებისაჲთა; ხოლო სიყუარულსა შინა ეძიებს ქონებასა მეცნიერებისა და სიფრთხილისასა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყუარულიცა.
ფილიპელთა მიმართ 1:9
8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,
ფილიპელთა მიმართ თავი 1