მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:23

22. მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად.23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე (2,22-24).:

თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა განვიგო თავი ჩემი მისგან (2,23).:

თარგმანი: საპყრობილესა რობილესა შინა იყო და განტევებულ იქმნა და შემდგომად მათდა მისლვისა კუალად შეპყრობილ იქმნა. იტყჳს უკუე, ვითარმედ განვიგო თავი ჩემი; უკუეთუ განმიტეოს მძლავრმან, მოვიდე თქუენდა.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:

...ფილიპ 2:20)); აქ კი თავის გვერდით ასახელებს მას? ჩემის აზრით, იმიტომ, რომ მაშინ მის დაუყოვნებლივ გაგზავნას აპირებდა, და ზედმეტი იყო წერილში იმ კაცის მოხსენიება, ვინც თვით წერილითურთ სულ მალე მიაღწევდა მათამდე; რამეთუ ამბობს: „ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა" (). აქ კი ასე არ იყო, არამედ ტიმოთე უკვე დაბრუნებული იყო, ამიტომაც სამართლიანად მოიხსენია იგი წერილში; რამეთუ ამბობს: „ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით" (). რატომ აყენებს სილოანეს მასზე წინ, თუმცა ტიმოთეზე უთვალავ სიკეთეს მოწმობდა და ყველას წინ მას აყენებდა? ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ტიმოთე ითხოვდა ამას დიდი თავმდაბლობით და ევედრებოდა კიდეც. რადგან, როცა ხედავდა, რომ მოძღვარი ისე თავმდაბლობდა, რომ მოწაფეს თავის გვერდით ასახელებდა, თვითონ ბევრად უფრო მეტად მოითხოვდა ამას. რამეთუ ამბობს: „პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა" (

სრულად ნახვა