თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.
ფილიპელთა მიმართ 2:24
23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.
ფილიპელთა მიმართ თავი 2