თარგმანი: ვითარ-იგი ზემო უმეტესად შერაცხვასა მას ორთავე კერძოთა ამცნებს, ეგრეთვე აწ უმჯობესისა ძიებასა ორკერძოვე გუამცნებს ურთიერთას, რამეთუ რაჟამს თითოეულმან თჳსი დაუტეოთ, და მე შენსა უმჯობესსა ვეძიებდე, ხოლო შენ — ჩემსა, და მე შენ უაღრესად შემერაცხო ყოველსავე ზედა, ხოლო შენ — მე, — ესე წესი ანგელოზებრივი არს. ესე წესი ყოველსავე შფოთსა და უწესოებასა განსდევნის და ყოველსავე მშჳდობასა და წესიერებასა შემოიყვანებს ცხორებასა შინა კაცთასა.
ფილიპელთა მიმართ 2:4
3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
ფილიპელთა მიმართ თავი 2