მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:8

7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილდმდე და სიკუდილითა მით ჯუარითაჲთა (2,8).:

თარგმანი: ესე თქუა მოციქულმან, რაჲთა პირი დაუყოს მწვალებელთა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: იძულებით მოივლინა მამისა მიერ, ვითარცა უდარესი უვაღრესისაგან. ამისთჳს ცხად ჰყოფს მოციქული, ვითარმედ: ვითარცა ერთარსმან და თანასწორმან, ნებსით ჯერ-ჩინებითა ცხორებისა ჩუენისაჲთა პატივ-სცა მამასა მორჩილებად, ვითარცა მიზეზსა და მშობელსა თჳსსა; და ზოგადითა ნებითა სრულ-ყვეს ცხორებაჲ ჩუენი, რაჟამს მამამან სათნო-იყო, ხოლო ძემან მორჩილებითა სათნო-ყოფისა მამულისაჲთა დაიმდაბლა თავი ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათა შემოსითა, და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლისავე თავს-დებითა; ხოლო სიკუდილი არა ლიტონი და ადვილი, არამედ ჯურისა მიერი, რომელი უშეურაცხეს და უფროჲს სავლტოლველ იყო ყოველთა სიკუდილთა ქუეყანისათა. ესრეთ უკუე ზემოჲთგანვე ფრიადი რაჲმე კრძალულებაჲ იხილვების სიტყუათა ამათ შინა მოციქულისათა, ვითარ სამარადისოდ პირველ საუკუნეთა მყოფისა მის ბუნებითისა და ჭეშმარიტად სამარადისოჲსა ღმრთეებისა მისისა თქუა, ვითარმედ: "ხატი ღმრთისაჲ იყო", რაჲთა დაჰჴსნას სიტყუაჲ მათი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: "იყო ჟამი, ოდეს არა იყო". ხოლო უკუანაჲსკნელ მიღებულისა მისთჳს მისგან კაცებისა,...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. პავლეს მხურვალე სიყვარული ქრისტესადმი:

...მან თქვა, რომ მამამ „ჩუენ ყოველთათჳს მისცა" თავისი ძე; აქ კი ამბობს: ძემ „მისცა თავი თჳსი". იქ ასე თქვა, რომ ეჩვენებინა მამისა და ძის თანასწორმოაზრეობა და თანაპატივიერება, და მიანიშნა განგებულებაზე, რის გამოც სხვა ადგილასაც ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (), — ყველა ასეთ ადგილას განგებულებას ქადაგებს. ხოლო აქ გამოთქმა „თავი მისცა" იმისთვის გამოიყენა, რომ ეჩვენებინა: ძე ვნებას ნებაყოფლობით, და არა იძულებით, მიიღებდა; ჯვარი თავისი სურვილით ითმინა და მთელი კაცობრიობის ცხონების განგებულების ნდომით. მაშ, შეგვიძლია კი ჩვენ თანაზომიერი სიყვარული გამოვავლინოთ იმის მიმართ, ვინც ასეთი გულუხვობა გამოავლინა ჩვენდამი? თუნდაც თავი დავდოთ მისი სჯულისა და მისი მცნებების დასაცავად — მაშინაც ვერ მივაღწევთ იმ სიყვარულის ზომას, რომელიც მან ჩვენი მოდგმის მიმართ გამოავლინა. ის, ღმერთი რომ იყო, ყოველივეს ითმენდა ადამიანთათვის, მეუფე რომ იყო — მონებისთვის, და არა უბრალოდ მონებისთვის, არამედ უმადურთათვის, რომელთაც დიდი და შეუპოვარი მტრობა გამოიჩინეს მის მიმართ. ამასთან, თავადვე დაასწრო ქველმოქმედება უღირსთა და აურაცხელ ცოდვათა დამნაშავეთა მიმართ. ხოლო ჩვენ, რაც არ უნდა შევძლოთ, ვერაფერს დიდს გავაკეთებთ,...

სრულად ნახვა