მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:12

11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
ფილიპელთა მიმართ თავი 3
12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სარწმუნოებით ცნობად მისსა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანახატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა (3,11-12).:

თარგმანი: ღმრთისა მიერი სიმართლე ქრისტეს მიერად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ყოველივე მამისაჲ — ძისაჲ არს, და ამას მამისა მიერ ცნობასა ძისასა, რომელ არს მოსლვაჲ სარწმუნოებად ქრისტესსა, ჯეროვნად შეუდგს სარწმუნოებასავე თანა და სარწმუნოებითა ქრისტესითა ცნობასა მის მიერ განმართლებულთასა ცნობაჲ მამისაჲ, რამეთუ რომელმან იცის ძე, მან იცის მამაჲ, რომელი-იგი ძისა შორის იხილვების. ესრეთ უკუე, ქრისტეს მიერისა სარწმუნოებისა ნაყოფ არს ცნობაჲ წმიდისა სამებისაჲ და უკუეთუ არა სარწმუნოებით გრწმენეს აღდგომაჲ იგი, რომელი მოგემადლა აღდგომითა ქრისტესითა, რომელმან სიტყუამან წარმოგიდგინოს შენ იგი! და უკუეთუ არა გრწმენეს მის თანა აღდგომაჲ და სუფევაჲ, რაისათჳსმცა დაითმინე მის თანა ვნებაჲ და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლითურთ ხატ და სახე ყოფაჲ ყოვლისავე მის თავს-დებისაჲ, რაოდენი მან თავს-იდვა შენთჳს!

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის