მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:13

12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა მი-ვითარ-რაჲთ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა (3,13).:

თარგმანი: არა ზოგადსა მას გუამთა აღდგომასა საეჭუელ ჰყოფს, არამედ შემდგომად ესოდენთა წარმატებათა და ქრისტეს მსგავსად კაცთათჳს ვნებისა თავს-დებათა, ესევითარითა დიდებითა აღდგომასა თჳსსა ვერ მკადრე არს თქუმად, ვითარი შეეტყუების ქრისტეს თანა ჯუარცუმულსა და მოკლულსა, რომელ არს მის თანა აღდგომაჲ და აღსლვაჲ სიმაღლედ ზეცისა. რამეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ უეჭუელ არს, ვითარმედ ყოველნი აღვდგებით, ხოლო თუ ცხორებად და არა საშჯელად საუკუნოდ, ამას ვინ კადნიერ იქმნეს თავისა თჳსისათჳს თქუმად ვიდრე უკუანაჲსკნელად განჩინებადმდე?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის