მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:9

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს
ფილიპელთა მიმართ თავი 3
9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ. იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს (3,1).

თარგმანი: რაჲსა "ამიერთგან"? — არამედ მიმივლინებიეს ტიმოთე და გაქუს ეპაფროდიტე. არღა მოვკუდები, არამედ მომავალ ვარ მეცა. ამის ყოვლისათჳს გიხაროდენ, რამეთუ არღარაჲ გაქუს მიზეზი მწუხარებისაჲ, ვინაჲთგან ყოვლით კერძო გესმა წარმართებაჲ სახარებისაჲ, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი სიხარული უფლისა მიერი და საღმრთოჲ, თქუენ შორის ძმად წოდებულთა მაგათ კეთილად წარმართებულებისათჳს. ესე აქამომდე იყავნ უკუზღვაჲ ზემოჲსა თავისაჲ. ხოლო შემდგომისა ამის დაწყება არს მათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.

მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).

თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის