მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:1

1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნი და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დებით უფლისა მიერ, საყუარელნო (4,1).:

თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, სათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა მიერსა სახარულევანებასა მათსა, რომლითა ემსგავსნეს ყუავილთა სამოთხისათა და ექმნნეს გჳრგჳნ მრავალსაწადელსა მას თავსა პავლესსა. ამათ ესევითართა ესრეთ დგომად ამცნებს, ვითარ-იგი იყვნეს, და არღარას ცთომილებასა განუმართებს არამედ მასვე უცთომელად ქცევასა ზედა მტკიცედ დგომად ამცნებს, რაჲთა უფლისა მიერ (ესე იგი არს საღმრთოდ) დგენ, კეთილად მოქალაქობითა საყუარელ ქმნილნი ღმრთისანი საყუარელობისაგან პავლესისა.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა:

...უ მოისურვებ, შეგიძლია, სტადიონზე არც შესულმა, მისთვის დამზადებულ გვირგვინთა წილისმქონე გახდე: მასთან ყოფნით, ზეთისცხებით, გამხნევებითა და აღძვრით. და რომ ეს მართლაც ასეა, მოისმინე, რას ამბობს სხვაგან წერისას: „გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა“ (); და კვლავ: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და როგორ ეზიარნენ ჭირს არმყოფნი იმასთან, ვინც მათთან არ იმყოფებოდა? როგორ? ამბობს: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს.

რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.

მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, არცა გუეუფლოსღა, ვითარცა მოციქული ქადაგებს.

ამისთჳს ჯუარს-ეცუაცა, რაჲთა წყევისაგან მოგჳყიდნეს და კურთხევაჲ მოგუანიჭოს. რამეთუ მას ვნებისა მისგან ჯუარ-ცუმისა არარაჲ ევნებოდა, უფროჲსღა კეთილსა გჳყოფდა.

და მო-რაჲ-კუდა, არა დაშთებოდა სიკუდილსა შინა, არამედ უფროჲსად მკუდართა განაცხოელებდა. დაიკლვოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თჳსითა ყოველთა წარწყმედისაგან იჴსნიდა, და თავადი...

სრულად ნახვა