მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:3

2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰჱ, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანამეუღლესა (4,3).:

თარგმანი: ამის სიტყჳსა მიერ ვიეთმე იოცნეს, ვითარმედ პავლეს მეუღლე ესუა, რომელი-ესე მოგონებადცა სიცოფე არს, ვითარმცა სხუაგან არასადა სმენილი პავლეს ქორწინებულობაჲ მცირითა ამით სიტყჳთა დამიმტკიცეთ. რამეთუ დაღათუმცა ცოლ ესუა, რადმცა წარმოიყვანა ტარსუნით, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, და დაუტევა ფილიპიას, ვითარ მწირი და მიმომრონინე, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ: უსახელოდ მოიჴსენებს ქმარსა ერთისა ვისმე ამათ ზემო თქუმულთა დედათაგანისასა, რომელნი იყვნეს თავ შესაკრებელისა მის ფილიპიელთაჲსა; გინათუ საკუთრად სახელად ვისმე ერქუა სჳზჳგე, რომელი ბერძენთა ენითა სახელი არს თანამეუღლისაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუა, ვითარმედ იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მოხუცებულთაჲ, რომელსა შეჰვედრებს ზემო ჴსენებულთა მათ დედათა, რაჲთა მზრუნველ მათდა იყოს მეუღლებითა სულისაჲთა, რომელი-იგი არს უერთგულეს მეუღლებასა ჴორცთასა.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ის იყო და ლუკაც ასევე, — ამის დასტურად თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო მასთან მყოფთაგან, რამეთუ მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს? იმიტომ, რომ ამათთვის უკვე ეკლესიები ჩაებარებინა, ხოლო იმათ ჯერ კიდევ თავისთან ატარებდა; ესენი კი გარკვეულ, ცხად ადგილებში განაწესა. რადგან მისი სათნოების გარდამეტება იმდენად დიდი იყო, რომ სიჭაბუკე მას ვერაფერში დააბრკოლებდა. ამიტომაც წერს და ამბობს: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (). [და კვლავ ამბობს:] „ჭაბუკთა –ვითარცა დათა“ (). რამეთუ როცა სათნოება არის, ყველაფერი ზედმეტია და ვერაფერი გახდება დაბრკოლება. მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, იგი ა...

სრულად ნახვა