მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 102:11

10. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
ფსალმუნები თავი 102
11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა“** (). და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა საშიში იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის საშიში? მტრებისთვის, შეთქმულთათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის.

და კვლავ რას ნიშნავს: „შენი სახელის გამო“? იმას, რომ თუმცა ცოდვილი ვარ და ურიცხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...ამრიგად, ან იმას ამბობს, რომ ანგელოზებიც გალობენ, ან სურს ამ მოვლენის სიდიადე წარმოაჩინოს.

რადგან, როდესაც წერილს რაიმე დიდზე სურს ლაპარაკი, ამ სტიქიონთა შორის დაშორებას ასახელებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ამრიგად, აქ იგი მომხდარით არის განცვიფრებული: რამდენად დიდია ყოველივე ეს. რამდენად აღმატებულია; რადგან ყოველივეზე დაბლა მდგომი ბუნება ყოველივეზე მაღლა დაადგინა. „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ჩვილთა ბაგით ძლიერება დააფუძნე“. სხვა კი ამბობს: „ძალა შეადგინე“. ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: შენი ძლიერება სწორედ ამით აჩვენე ყვ...

სრულად ნახვა