მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 102:12

11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.13. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
ფსალმუნები თავი 102
12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა საშიში იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის საშიში? მტრებისთვის, შეთქმულთათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის.

და კვლავ რას ნიშნავს: „შენი სახელის გამო“? იმას, რომ თუმცა ცოდვილი ვარ და ურიცხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო, როცა ვიღუპებოდით, არ მიგვატოვებდი. ამას თვითონვე ამბობს ეზეკიელშიც: **„არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...რაკი, ამ სტიქიონთა შორის დაშორებას ასახელებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ამრიგად, აქ იგი მომხდარით არის განცვიფრებული: რამდენად დიდია ყოველივე ეს. რამდენად აღმატებულია; რადგან ყოველივეზე დაბლა მდგომი ბუნება ყოველივეზე მაღლა დაადგინა. „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ჩვილთა ბაგით ძლიერება დააფუძნე“. სხვა კი ამბობს: „ძალა შეადგინე“. ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: შენი ძლიერება სწორედ ამით აჩვენე ყველაზე მეტად, როცა დაუმარცხებელი ძალა აამოქმედე და ტიტინა ენა იმ დიდებისმეტყველებისათვის მკაფიო გახადე. რადგან ახლა წინასწარ აცხადებს ბავშვების იმ გალობას,...

სრულად ნახვა