...ფსალმ 113:13–15). „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი“ (). ას მეხუთე ფსალმუნში, მათი მძვინვარების აღწერისას, ამბობდა: „დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა“ (); ხოლო ამჟამინდელ ფსალმუნში მათ უგრძნობლობას აჩვენებს, რადგან უსულო ნივთებს არიან მიკრულნი. და მათ ყველა ნაწილს ჩამოუყვება, რათა დაცინვითი მხილება უფრო ფართოდ გაშალოს. შემდეგ დასძენს და ამბობს: „ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.“ (). თუმცა ღმერთს მიმსგავსება სათნოებაა, აქ კი მათთან მსგავსება წყევლად იქცა. მაშ, დაფიქრდი, როგორები უნდა იყვნენ ისინი, როცა მათთან მიმსგავსება უდიდეს წყევლად წარმოითქმის. და კარგად ჩამოაყალიბა სიტყვა ასე, რადგან მათ უკიდურესი უგუნურების გამო დასცინის და სასაცილოებად აჩვენებს.
მართლაც, მითხარი, როგ...