1.გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?2.ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.3.არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.4.აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.5.უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.6.დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.7.უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;8.უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
იხილე სული, რომელიც გაჭირვებაშია და გამოსავალს ვერ პოულობს, თითქოს ბოროტებათა შორის იმყოფებოდეს, ნუგეშის მიღება სურს და ღმერთს მიაპყრობს მზერას.ეს კვლავ განსაცდელთა მიღწევა და სარგებელია: ისინი სულს ფრთებს ასხამენ, აღვიძებენ, ზეგარდამო შეწევნის ძიებისკენ უბიძგებენ და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ“ (1,21).:
...ლისაჲთა თჳსებად მისა აღგიყვანებ. რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა იყოს იოსებ თანამავალ და მსახურ და შემწე ქალწულისა. არა ქალწულსა მას უჴმდა თანაშემწე, რამეთუ მის თანა იყო შემწე იგი ყოველთაჲ, რომლისა მიმართ იტყოდა მეტყუელი იგი, ვითარმედ: „შეწევნა არს ჩემდა სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ“, არამედ ჯერ-იყო იოსებისი ქალწულსა თანაქცევაჲ, რაჲთა საგონებელ იყოს ქალწული იგი ქმროსან, და ესრეთ დაეფაროს საიდუმლოჲ იგი ეშმაკსა, და ვერ ცნას, თუ გარდამოჴდა ღმერთი ქუეყნად და კაცთა შორის იქცევის.
ჰრქუა მას: „შვეს ძე“. არა თქუა, თუ: „გიშვეს შენ ძე“, ვითარცა ჰრქუა ზაქარიას, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მამაჲ არს იოსებ ქრისტესი. ამისთჳს თქუა: „შვეს ძე“ - სიტყუაჲ თავისუფალი მიუთხრა. რამეთუ არა თუ იოსებს უშვა, ვითარცა-იგი ელისაბედ ზაქარიას, არამედ ამან ყოველსა სოფელსა უშვა მაცხოვარი. ამისთჳსცა უწყებაჲ სახელისაჲ მოართუა ანგელოზმან ღმრთისა მიერ იოსებს, არა სახელი ლიტონი, არამედ სახელი სავსე ბევრეულითა კეთილითა. ამისთჳსცა გამოუთარგმანებს ძალსა მას სახელისასა და სასოებასა კეთილსა დაუდებს და სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მრავლით კერძო და სიტყუასა მას წინაწარმეტყუელისასა დასამტკიცებელად ამის ყოვლ...