მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 140:3

2. წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.3. დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.4. არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
ფსალმუნები თავი 140
3. დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა“ ().

1.

ამ ფსალმუნის სიტყვები, შეიძლება ითქვას, ყველამ იცის და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გალობს; ხოლო ნათქვამის აზრი არ იცის. ეს კი მცირე ბრალდების საფუძველი როდია: ყოველდღე გალობენ, პირით სიტყვებს წარმოთქვამენ, მაგრამ სიტყვებში ჩადებული აზრების ძალის გამოკვლევას არ ცდილობენ. მაგრამ როცა ვინმე კამკამა და სუფთა წყალს ხედავს, ვერ მოითმენს, რომ არ მიუახლოვდეს, არ შეეხოს და არ დალიოს; და როცა ვინმე მუდამ შედის მდელოზე, ვერ დაითმენს, რომ ყვავილთაგან რამე არ მოკრიფოს და ისე გამოვიდეს. თქვენ კი ადრეული ასაკიდან უკიდურეს სიბერემდე ამ ფსალმუნს განუწყვეტლივ იმეორებთ, მხოლოდ სიტყვები იცით, ჩრდილით დაფარულ საუნჯესთან სხედხართ, დალუქულ ქისას ატარებთ, და ცნობისმოყვარეობამაც არავინ აღძრა, რომ გაეგო, რას ნიშნავს ნათქვამი; არ მოუძიებია, არ გამოუკვლევია. და მაინც არც ის შეიძლება...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა"** (), — თავშეუკავებლობის ვნებას გაექცეს და უმანკოებაში ივარჯიშოს.

ენაშეუკავებელმა და განუსჯელად ყველაფერზე მოლაპარაკემ ნეტარ წინასწარმეტყველს მიბაძოს და თქვას: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა" (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გ...

სრულად ნახვა