„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().
1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო
თავის სიტყვას ქალაქისკენ კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთაკენ; ასე იქცევა მთელ წიგნში და იმავეს აკეთებს აქაც. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას...