...*„ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“** (); ხოლო შუაში რომ მივიდა და ქმნილების შესახებ სიტყვა დაასრულა, დაურთო: „შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა“ (); „მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (). ასევე აქაც, როცა თქვა მის საკვირველებებსა, სასწაულებსა და საქმეებზე, სიტყვა მცნებათა საკითხზე გადააქვს და ასე ამბობს: „სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით“ (). „ყოველი“ უბრალოდ კი არ თქვა, არამედ მცნებათა მრავალგვარობას რომ გულისხმობდა, ეს სიტყვა ამიტომ დასვა.
არსებობს ქმნილების მცნებებიც, რომლებსაც მთელი ქმნილება იცავს: მზე და მთვარე, დღე და ღამე, ვარსკვლავები და მიწისა და ბუნების სვლა. მცნებებია ისინიც, რომლებიც ბუნებას დასაბამიდან მიეცა, როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა; მათ შესახებ პავლე ამბობს: **„რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, დ...