...რებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა"** (). ეს რას ნიშნავს? როგორც დავით წინასწარმეტყველმა შეგვაგონა და თქვა: „ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა" (), ასევე ისიც გვაგონებს და ამბობს: „ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა" (). უბრალოდ „გისწავიეს" () კი არ უთქვამს, არამედ „გრწმენა"-ც (), ესე იგი, ირწმუნე. მერედა რა ვირწმუნე? რომ ეს არის სიცოცხლე. ამრიგად, თუნდაც აქ იმის საწინააღმდეგოს ხედავდე, რაც ირწმუნე, ნუ შეძრწუნდები, რადგან აბრაამმაც საწინააღმდეგო დაინახა, მაგრამ არაფერი ევნო: მოისმინა, რომ „რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად" (), და მაინც ისაკის დაკვლა ებრძანა, მაგრამ არც შეძრწუნდა და არც შე...