მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 38:6

5. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.6. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.7. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
ფსალმუნები თავი 38
6. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცნობისმოყვარეობის შეკავება და რწმენის გზა:

...მითხარი, მიწა არ იცი, რომლისგანაც იშვი, რომელშიც აღიზარდე, რომელზეც ცხოვრობ, რომელსაც აბიჯებ, რომლის გარეშეც სუნთქვაც არ შეგიძლია, და ასე შორს მდგომ საგნებს იკვლევ ცნობისმოყვარეობით? მართლაც, „რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.“ (). თუ ვინმე გიბრძანებს სიღრმეში ჩასვლას და ზღვის ფსკერზე არსებულთა გამოკვლევას, ამ ბრძანებას ვერ აიტან; ხოლო როცა არავინ გაძალებს, თვითონ გსურს გამოუკვლეველი უფსკრულის ჩაწვდომა?

ნუ, გევედრები; არამედ ზემოთ ვნაოსნობდეთ და ზრახვებით ნუ ვიცურავთ, რადგან მალე დავიღლებით და ჩავიძირებით; საღვთო წერილებით კი, როგორც რომელიმე ხომალდით, ვისარგებლოთ და რწმენის იალქნები გავშალოთ. თუ მათში ვნაოსნობთ, ღვთის სიტყვა მესაჭედ თქვენთანაც იქნება; მაგრამ თუ ადამიანურ ზრახვებში ვიცურავთ, აღარ იქნება. ამგვარად მცურავთაგან ვისთან იქნება მესაჭე? ამიტომ საფრთხე ორმაგია: ერთის მხრივ, ხომალდი არ არის, და მეორის მხრივ, მესაჭე არ იმყოფება....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...გან სარგებელი? სატანჯველი საუკუნოჲ და არცა ერთისა ნუგეშინის-ცემისა პოვნაჲ, და აქაცა აწ ყოველნი უზრახვენ ძჳრსა. ანუ მრავალთა კაცთა ჴელმწიფეთა ხატები გამოწერილები სახლთა შინა მათთა რაჟამს ვიხილოთ, არა უფროჲსად ვიგლოვთა? ჭეშმარიტად კეთილად თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „ამაოდ შურების ყოველი კაცი“, რამეთუ ჭეშმარიტად ამაოება არს ესევითართა საქმეთა ზედა მოსწრაფებაჲ. არამედ სავანეთა მათ და საყოფელთა ზეცისათა ესე არა არს, რამეთუ აქა სხუაჲ შურის, და სხუაჲ განისუენებნ მას შინა, ხოლო მუნ თითოეული თჳსსა ზედა ნაშრომსა უფალ არს, და მრავალწილად მიიღოს მისაგებელი. მას მოსაგებელსა ვეძიებდეთ, მუნ ვიშენოთ სახლები, რაჲთა განვისუენოთ ქრისტეს იესუჲსა მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა