1.ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით.2.რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან.3.ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას,4.და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით.5.და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს;6.რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის.7.რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.8.ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა.9.ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,10.და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი;11.გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ,12.რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.13.მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.14.რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.15.ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.16.ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდგებიან ქრისტეში განსვენებულნი.17.შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.18.ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
„ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ ().
1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა
რატომღა, როცა მათ უმანკოების შესახებ მკაცრად ელაპარაკა, შემდეგ კი შრომის საჭიროებაზე და წასულთათვის არ...
„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ ().
1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით
ბევრი რამ მხოლოდ უმეცრების გამო გვაწუხებს, რადგან, თუ მათ კარგად შევიცნობთ, ტკივილს მოვიშორებთ.სწორედ ამას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო,...
„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ (<span...
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.
იხილე, როგორ უფრო ნაზად საუბრობს ამაზე პირველ ეპისტოლეში, როცა ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ () და „და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით“ (), და არსად ამბობს: „გამცნებ თქუენ“ (), არც იმას: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (), რაც საშინელი და საფრთხის შემცველი იყო; არამედ ამბობს „გარდამატებას“ და „პატივის-ცემის მოყვარეობას“, რაც სათნოებისკენ მომწოდებელი სიტყვა იყო.იქ ამბობს: „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად“ (); აქ კი მსგავსი არაფერია, არამედ: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის“ ().ამბობს: „ნუცა ჭამნ.“ ()....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:
...(მათ. 6,34) ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და...
...უქმებულია: ჩვენ მას სიკვდილს აღარ ვუწოდებთ, არამედ მოსვენებასა და ძილს. ასე თავად ქრისტემ თქვა: «ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა» (); და პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: «ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს» (). ასევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი დატოვა, ან, უფრო ზუსტად, სახელიც კი გააუქმა, ამის შესახებ მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: «რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან» (). ხედავ, სათნოებამ როგორც კი გამოჩნდა, ძმურ ნათესაობაში მოიყვანა ისინი, რომლებიც მანამდე მონობის სახელწოდებით იყვნენ შეკრულნი. «და იქმენინ ქანან», ნათქვამია, «მონა». შენ არ ისარგებლე, ამბობს, სათანადოდ პატივით, ვერ აიტანე ბედნიერება — ძმებთან ღირსებით თანასწორი ყოფნა — ამიტომ მინდა, დამორჩილებით შეიგონო. იგივე მოხდა დასაწყისშიც ცოლთან. მასაც თანასწორი პატივი ჰქონდა ქმართან, მაგრამ, რადგან მინიჭებული პატივით კარგად ვერ ისარგებლა, ხელმწიფებაც წაერთვა და მოისმინა:...