...უ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ ერთითა სულითა მამისა მიმართ, და იგი მექმნა ჩუენ პურად ზეცით მოსრულად და წყალ ცხოელ, რომლისა სწყუროდა ნეტარსა დავითს და იტყოდა: „ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო! ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ რამეთუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ვჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღთქუმული ესე მცნებაჲ უფლისაჲ და განუძღომელი იგი განძღომაჲ ესევითართა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს ღაღატყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა“.
ესე არს ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაჲ და ჭეშმარიტი კეთილი სიტყუაჲ და ძალი ღმრთისაჲ, რომელმან „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა“, ვითარცა იტყჳს ამბაკუმ; და სამართლად ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის ესევითარისა მის საწადელისა სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რაჟამს აღესრულოს მათ ზედა უტყუელი იგი აღთქუმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდ...