..., არამედ ეშმაკთა ლაშქართანაც. მაშ, მას, კერძო ადამიანები — მეფეს, მსუბუქ და მშვიდ ცხოვრებას მატარებლები — მას, ვინც პორფირითა და გვირგვინით შემოსილმა ბერებს (მონაზვნებს) გადააჭარბა მკაცრი ცხოვრებით, მივბაძოთ. მართლაც ისმინე, როგორ ამბობს ის თავად სხვა ადგილას: „იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე" (). ხედავ, როგორ იყო მისი სული მუდმივ შემუსვრილობაში? საზრდელი ჩემთვის, ამბობს, პური, ნადიმი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემი ცრემლები ღამით და დღისით. და კიდევ: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი" (). რას ვიტყვით ან რით გავიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც ისეთი შემუსვრილობის გამოვლენასაც არ ვინდომებთ, როგორსაც ამდენი საქმით დატვირთული მეფე იჩენდა? და კიდევ, მითხარი, რა არის ამ თვალებზე მშვენიერი, რომლებიც გამუდმებული ცრემლებით, ვითარცა მარგალიტით, იმშვენიერებდნენ? შენ ნახე მეფე, რომელიც ღამითაც და დღისითაც ღვრიდა ცრემლებს და ლოცვაში იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა...
ფსალმუნები 41:4
3. ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?4. ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
ფსალმუნები თავი 41