...რომელი-იგი შემდგომად მითხოისა ქალწულვე არს; ხოლო ჟამ მითხოისა მისისა — საწუთროჲ ესე ჟამი, და ქორწილ მისსა — მერმე იგი საუკუნოჲ, რაჟამს აღდგეს სიძე იგი და დაჰჴშას კარი, ხოლო ზითევ მისსა — სასუფეველი ცათაჲ. ამის უკუე მითხოისა წინა-მიმათხოველ იყო დავით, ვითარ-იგი იტყჳს: "ისმინე, ასულო, და იხილე, მიყავ ყური შენი" (). ხოლო აწ მიმათხოელ იქმნების პავლე, რაჟამს იოხდეს ჩუენგან დაგებად ქრისტესსა, რაჲთა სძლად, სათნოდ მისსა, განუმზადოთ მას სული ჩუენი. ამისსა წინაგამომსახველ იყო აბრაჰამ, რამეთუ ვითარ-იგი მან წარვლინებითა მონისაჲთა დაუწინდა ძესა თჳსსა ქალწული წარმართთაგანი, ეგრეთვე ღმერთმან მამამან წარმოავლინნა ძუელსა შინა წინაჲსწარმეტყუელნი, ხოლო ახალსა შინა —მოციქულნი, რაჲთა დაუწინდონ ძესა მისსა ეკლესიაჲ წარმართთაგანი.
მოციქულისაჲ: ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ (11,3).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ წარწყმედაჲ თქუენ მარტოთაჲ არს, არამედ შიში ზიარი არს, ნუუკუე ვითარ-იგი ევა აცთუნა გუელმან ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთვე თქუენ სივერაგემან ცრუმოციქულთამან განგდრიკნეს სარწმუნოებისაგან ქრისტეს მიმართისა, არამედ, ვითარ-იგი ევა ვერ იჴსნა...