მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 44:11

10. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.11. და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.12. და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
ფსალმუნები თავი 44
11. და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესსა (11,2).:

...რომელი-იგი შემდგომად მითხოისა ქალწულვე არს; ხოლო ჟამ მითხოისა მისისა — საწუთროჲ ესე ჟამი, და ქორწილ მისსა — მერმე იგი საუკუნოჲ, რაჟამს აღდგეს სიძე იგი და დაჰჴშას კარი, ხოლო ზითევ მისსა — სასუფეველი ცათაჲ. ამის უკუე მითხოისა წინა-მიმათხოველ იყო დავით, ვითარ-იგი იტყჳს: "ისმინე, ასულო, და იხილე, მიყავ ყური შენი" (). ხოლო აწ მიმათხოელ იქმნების პავლე, რაჟამს იოხდეს ჩუენგან დაგებად ქრისტესსა, რაჲთა სძლად, სათნოდ მისსა, განუმზადოთ მას სული ჩუენი. ამისსა წინაგამომსახველ იყო აბრაჰამ, რამეთუ ვითარ-იგი მან წარვლინებითა მონისაჲთა დაუწინდა ძესა თჳსსა ქალწული წარმართთაგანი, ეგრეთვე ღმერთმან მამამან წარმოავლინნა ძუელსა შინა წინაჲსწარმეტყუელნი, ხოლო ახალსა შინა —მოციქულნი, რაჲთა დაუწინდონ ძესა მისსა ეკლესიაჲ წარმართთაგანი.

მოციქულისაჲ: ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ (11,3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ წარწყმედაჲ თქუენ მარტოთაჲ არს, არამედ შიში ზიარი არს, ნუუკუე ვითარ-იგი ევა აცთუნა გუელმან ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთვე თქუენ სივერაგემან ცრუმოციქულთამან განგდრიკნეს სარწმუნოებისაგან ქრისტეს მიმართისა, არამედ, ვითარ-იგი ევა ვერ იჴსნა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:

...სახლი თჳსი და ნათესავნი და ყოველივე მამული, ვერმცა მიმთხუეულ იყო ესევითარსა მას მეუღლესა, ეგრეთვე ეკლესიამან დაუტევნა რაჲ წესნი იგი და ჩუეულებანი მამულნი, მაშინ იგი საყუარელ იქმნა სიძისა მის, ვითარცა წინაწარმეტყუელი ეტყჳს მას: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ, და სთნდეს მეუფესა სიკეთე შენი“. რამეთუ ეკლესიასა მას წარმართთასა ეტყჳს ესრეთ დავიწყებად წეს-თა მათ მამულთა და ჩუეულებათა საწარმართოთა, რაჲთა ესრეთ სთნდეს იგი მეუფესა. ესრეთ ქმნა რუთცა, ამისთჳსცა დედა მეფეთა იქმნა, რამე-თუ მისგან იშვნეს მშობელნი დავით მეფისანი.

ამის ესევითარისათჳს აჴსენნა დედანი ესე, რაჲთა ზუაობაჲცა ჰურიათაჲ დაამდაბლოს და ასწაოს არასიქადული მშობელთათჳს. რამეთუ დავითს, მეფესა მას და წინაწარმეტყუელსა, არა სირცხჳლ-უჩნდა ესე. და ნანდჳლვე არაჲ არს არცა სიკეთისაგან მშობელთაჲსა სარგებელი, არცა სიხენეშისაგან სავნებელი, არამედ კაცად-კაცადი თჳსთა საქმეთაგან ანუ პატიოსან იქმნების, ანუ შეურაცხ. და რაჲთა ესეცა ვთქუა, დაღაცათუ საკ-ჳრველად აღგიჩნდეს, ვითარმედ: იგი უმეტესად იქების, რომელი არამოსწრაფეთა მშობელთაგან მოსწრაფე კეთილი იპოოს.

სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს

ნუმცა უკუე ვინ იქადის ანუ ზუაობს დიდებულთა შვილობისათჳს, არამედ უფროჲსად სიქადული იგი და აზნაურ...

სრულად ნახვა