მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 49:3

2. სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.3. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.4. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
ფსალმუნები თავი 49
3. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ვიწრო გზა, სამსჯავრო და წყალობა:

...ისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ."** (; ; ; ; ). და თუნდაც ამის გამო ათიათასჯერ გაღიზიანდეთ, მე ამის თქმას არ შევწყვეტ. რადგან თუ წინასწარმეტყველნი, ქვებით რომ იქოლებოდნენ, არ დუმდნენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ მტრობის ატანა და არა ის, რომ თქვენი გულის მოსაგებად ვილაპარაკოთ, რათა არ მოხდეს, რომ თქვენი მოტყუებით თვითონვე გავიპოთ ორად.

იქ ტანჯვა უკვდავია და უნუგეშო; დამცველი არავინ იქნება. ამბობს: „ვინ შეიწყალებს გველისაგან დაკბენილ შემლოცველს?" ()3...

სრულად ნახვა