მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 62:2

1. ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.2. ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.3. რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
ფსალმუნები თავი 62
2. ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 149-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში:

...და კვლავ: „სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა“ (). და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა?“ (); ეს კი სხვა მთარგმნელმა ასე თქვა: „ვითარცა მწყურვალ მიწაზე“. რადგან ამ სიტყვების მთქმელი თავისი სულის განწყობისა და სწრაფვის წარმოსაჩენად სულს მწყურვალ მიწასა და მწყურვალ ირემს ადარებს. და სიტყვებითაც კვლავ იმავე სწრაფვას აჩვენებს, როცა ამბობს: „ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ (). რადგან ასეთები არიან წმინდანთა სულები; ასევე იქცეოდა პავლეს სულიც, რომელიც ამქვეყნიდან განსვლის დაყოვნების გამო კვნესოდა. „ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა“ (). ხედავ, რომ აქაც სწორედ იმას მიანიშნებს, რაც უკვე ვთქვი: საკუთარ ხალხად მიღებას, იმას,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...რადგან იგი ღმრთისადმი ლტოლვას აღანთებს, სულს გამოაფხიზლებს, ძლიერად აალებს, მრავალი სიკეთითა და სიყვარულით აღავსებს და ასე აძლევს სულს ღმერთთან მიახლების ნებას.

ვნახოთ, საიდან იწყება და რას გვასწავლის: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ“ (). „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). ხედავ, როგორ გვიჩვენებს, რომ ეს ცეცხლით ანთებული სულის სიტყვებია? სადაც ღმერთის სიყვარულია, იქ ყოველივე ბოროტი ქრება; სადაც ღმერთის ხსოვნაა, იქ ცოდვათა დავიწყებაა და ბოროტებათა განადგურება. „ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი“ (). რას ნიშნავს „ესრეთ“? ამ ლტოლვითო, ამბობს, ამ სიყვარულით, რათა ვიხილო შენი დიდება, რომლის ხილვაც დედამიწის ყოველ ადგილას შეიძლება. მაგრამ ხელთ არსებული რომ არ მივატოვოთ და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის სასოება და შესმენილი ლოცვა:

...აში." და იხილე, როგორი განწყობით ლაპარაკობს; ეს მას ჩვევად აქვს. რადგან არ უთქვამს: „უფალო ღმერთო", არამედ: „უფალო ღმერთო ჩემო“ (); და სხვაგანაც: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ“ (). რადგან დავითს ღმერთი, როგორც ყველას, სჭირდებოდა; განსაკუთრებულად კი — სიყვარულის სიჭარბის გამო. ასევე იქცევა ღმერთიც მართალთა მიმართ: თუმცა ყველას საერთო ღმერთია, განსაკუთრებულად ამბობს, რომ მართალთა ღმერთია.

„ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“ (). და იხილე სიბრძნისმოყვარე აზრი. როდესაც თქვა: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ“ (), არ უთქვამს: „დასაჯე მოწინააღმდეგე, მოსპე მტერი"; არამედ რა თქვა? მხოლოდ თავის ხსნას ითხოვს და ამბობს: „მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე“ (...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს გამოჩინების სიყვარული და საღმრთო წყურვილი:

...). იხილე, რას ამბობს: „მიგდევდა სული ჩემი“ (). უბრალოდ როდი თქვა: „მიუახლოვდა", არამედ: „მიეკრა". და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ ღმერთს და შევეკრათ მას, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ასე მივეკრათ ღმერთს, თუ მას მივალურსმავთ ჩვენს ზრახვებს, თუ მისდამი სურვილის წყურვილი გვექნება, ყოველივე გვექნება, რაც გვწადია, და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა