მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 8:7

6. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.7. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;8. ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
ფსალმუნები თავი 8
7. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი“ ().

„უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ ().

1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე

წინა ფსალმუნში ამბობდა: „აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“ (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ (). აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის. რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ (). მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ადამიანის პატივი და უგუნური დაცემა:

...ფსალმ 8:6). შემდეგ კი, როცა ამ პატივს განმარტავს, დასძენს: „ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა“ (). რადგან უდიდესი პატივია ეს: ყველა ხილულზე ხელმწიფების კვერთხები მას მიანდო, თანაც მაშინ, როცა ჯერ არაფერი ჰქონდა აღსრულებული. რადგან ჯერ არც შეექმნა იგი, როცა ამბობდა: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“ (). შემდეგ, როცა სიტყვებს „ხატებისაებრ“ განმარტავდა, დასძინა: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა“ (). და ეს მცირე, სამწყრთიანი და სხეულის ძალით პირუტყვებზე ასე მეტად ნაკლები არსება, სიტყვიერ ბუნებასთან ნათესაობით, ყველაზე მაღლა დააყენა, როცა სიტყვიერი სული მიანიჭა; სწორედ ეს არის პატივის უმთავრესი ნიშანი....

სრულად ნახვა