...მან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა"** (). შეხედე, რა შური და რა მრავალწახნაგა მზაკვრობაა ბოროტი დემონისა! ხედავდა, რომ შექმნილი ადამიანი უმაღლეს პატივშია და თითქმის არაფრით ჩამორჩება ანგელოზებს, როგორც ნეტარი დავითიც ამბობს: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა" (), და ეს მცირეც ურჩობის ცოდვამ შემოიტანა, რადგან წინასწარმეტყველმა ეს ურჩობის შემდეგ თქვა, — ასე რომ, მიწაზე მიწიერი ანგელოზის ხილვით შურით შეპყრობილმა, ბოროტების მიზეზმა დემონმა, რომელიც თავად ზენა ძალთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ ნების გახრწნისა და უზომო ბოროტების გამო იმ სიმაღლიდან ჩამოვარდა, დიდი მზაკვრობა მოიხმარა, რათა ადამიანი ღვთის კეთილგანწყობას მოაკლებოდა და, უმადურად ექცია რა, ყველა იმ სიკეთისთვის მოეკლო, რომლებიც მას ღვთის კაცთმოყვარეობით ჰქონდა ბოძებული. და რა მოიმოქმედა? მიაგნო ამ მხეცს, ესე იგი, გველს, რომელიც სხვა მხეცებს გონიერებით აჭარბებდა, რაც მოსემაც დაამოწმა სიტყვებით: „გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან", — და იგი იარაღად გამოიყენა: ეშმაკი მის მეშვეობით დედაკაცთან საუბარში შედის და თავის ცთუნებაში ამ უმარტივეს და უძლურეს ჭურჭელს გაითრევს. **„და ჰრქუა,...
ფსალმუნები 8:6
5. ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.6. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.7. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
ფსალმუნები თავი 8