1.გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!2.ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.3.ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!4.ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.5.ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.6.გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.7.ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.8.უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.9.ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.10.რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.11.რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.12.უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.
ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და...
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):
...დე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (). უდაბნო, ღვთის სახელის ხადებისთვის, მისთვის ქალაქებზე ძვირფასი იყო. მან იცოდა, იცოდა, რომ ქალაქების დიდებას არა შენობათა სილამაზე და მცხოვრებთა სიმრავლე შეადგენს, არამედ მკვიდრთა სათნოება. აი, რატომ იყო უდაბნოც, მართლის სათნოებით შემკული, ქალაქებზე უკეთესი და დასახლებულ ქვეყანაზე სახელოვანი. „და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები... და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად" (დაბ 13:5–6). არამხოლოდ თავად პატრიარქს გაუმრავლდა ქონება, არამედ „ლოთისაც იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები". შესაძლოა, ნაწილი თავად პატრიარქმა, გულუხვმა, აჩუქა ძმისწულს, ნაწილი კი სხვებმა მისცეს პატრიარქისადმი პატივისცემით. „და არა იტევდა მათ, — ნათქვამია, — ქუეყანა... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად" (...