მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 9:23

22. ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.23. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.24. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
ფსალმუნები თავი 9
23. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი“ ().

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ ().

1. მადლიერება ჭირში და ღვთის საკვირველებათა თხრობა

ეს ფსალმუნი გრძელია. ესეც სულიწმინდის სიბრძნის ნიშანია. რადგან არც ყველა მოკლე შექმნა და არც ყველა სიგრძეში განავრცო, არამედ წიგნი ზომითაც გაამრავალფეროვნა: სიგრძით უდებებას აღვიძებს, სიმოკლით კი დაღლილობას ასვენებს. „აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ (). აღსარების სახე ორგვარია. ან საკუთარი ცოდვების მხილებაა, ან ღმერთისადმი მადლიერება. აქ კი სწორედ მადლიერებას აღნიშნავს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის