მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 9:24

23. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.24. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.25. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
ფსალმუნები თავი 9
24. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი“ ().

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ ().

1. მადლიერება ჭირში და ღვთის საკვირველებათა თხრობა

ეს ფსალმუნი გრძელია. ესეც სულიწმინდის სიბრძნის ნიშანია. რადგან არც ყველა მოკლე შექმნა და არც ყველა სიგრძეში განავრცო, არამედ წიგნი ზომითაც გაამრავალფეროვნა: სიგრძით უდებებას აღვიძებს, სიმოკლით კი დაღლილობას ასვენებს. „აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ (). აღსარების სახე ორგვარია. ან საკუთარი ცოდვების მხილებაა, ან ღმერთისადმი მადლიერება. აქ კი სწორედ მადლიერებას აღნიშნავს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის