მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 1:10

9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
რომაელთა მიმართ თავი 1
10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა თქუენთჳს ვილოცავ (1,9-10).:

თარგმანი: დიდი სიყუარული არს ესე, რომელ აჴსენებდა უნაკლულოდ (რომელ არს "მოუკლებელად") და რომელ — ლოცვათა შინა; და რაჲმცა იყო უაღრეს პავლეს ლოცვისა?

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა, სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ მარადის ლოცვათა შინა ჩემთა (1,9-10).:

თარგმანი: სამართლად შემოიყვანებს მოწამედ ღმერთსა, მეცნიერსა დაფარულთასა, ვინაჲთგან ეგულების დაფარულთა გულისა თჳსისათაჲ უწყებაჲ სხუათაჲ, ხოლო ვინაჲთგან მრავალსახედ იქმნების თითოეულისა მიერ მონებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს თავსა თჳსსა ამას განუკუთნავს, ვითარმედ: სახარებითა და ქადაგებითა ძისა მისისაჲთა მსახურ ვარ მისსა. და ამას არა თავით თჳსით ვჰყოფ, არამედ ზეგარდამო მოცემულითა მადლითა სულისაჲთა, რამეთუ არა ჴორციელ, არამედ სულიერ არს მსახურებაჲ ესე ჩემი. ამისსა შემდგომად გჳჩუენებს, ვითარმედ დიდ ნაწილ სიყუარულისა არს სამარადისოდ ჴსენებაჲ ვისიმე, და უფროჲსღა —ლოცვათა შინა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის