1.პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,2.სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში,3.და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს,4.ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,5.ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,6.რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი;7.ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.8.უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას.9.მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;10.დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.11.რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,12.ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.13.მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.14.ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.15.ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც.16.რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.17.რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.18.რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.19.ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ.20.და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.21.რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;22.ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;23.და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,24.ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;25.სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.26.ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.27.ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.28.და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.29.ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.30.ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,31.უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,32.რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
თარგმანი წმიდისა კჳრილესი: ვინაჲთგან შორიელთა მიუწერდა და უფროჲსღა ჰრომაელთა, რომელნი ჯერეთ არღა ეხილნეს, ამისთჳს თავსა ზედა თჳსსა სახელი დააწესა, რაჲთა საცნაურ იქმნას მათ მიერ, რამეთუ რომელსა-იგი პირველ სავლე ეწოდებოდა, პავლედ შეიცვალა, და, ვითარცა ყოვლითავე მსგავს იქმნა თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრესა, არცა ამით დააკლდა მისსა საქმესა, რამეთუ, ვითარცა მას სიმონ ეწოდებოდა და პეტრე ეწოდა,...
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ
თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ
სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
გუაკურთხენ, მამაო.
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული (1,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგან შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და სულისა მის მიერ, რომლითა მოგუეცა სიწმიდე, (და) ადგომისა მიერ, რომლითა დაჴსნდა (მძ)ლავრებაჲ სიკუდილისაჲ. ამის ყოვლისა მიერ გამოჩნდა ჩუენ შორს, ესე იგი არს, (ვითარმედ):...
...ი და აუცილებლობით შეკრული. რამეთუ როცა საკუთარ თავს „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა" () უწოდებს, როცა ამბობს, რომ „პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა" (), და კვლავ სხვაგან: „რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე" (), და როცა ამბობს, რომ ამისთვისაა გამორჩეული, ეს ყველაფერი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის უარყოფაა.რამეთუ როგორც ღმერთისგან მიუბოძებელ პატივზე მოძალე უკიდურესი მხილების ღირსია, ასევე მიცემული პატივის განმრიდებელი და მისგან გაქცეულიც სხვა ბრალდებათა — ურჩობისა და დაუმორჩილებლობის — ქვეშ დგება.ამიტომ ახლაც, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლის დასაწყისში, პავლე ამას ამბობს, როცა ასე წერს: „პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა" ().აქ არ უთქვამს: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა" (),...
ხოლო ისიც ღირსია გამოსაკვლევად: როგორ მოხდა, რომ რჯულის ზედმიწევნით მცოდნემ ვერაფერი შეიცნო? რამეთუ თავად პავლე ამბობდა:„რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ" ().მაშ, როგორ არ იცი ეს შენ, მამათა რჯულის მოშურნე და გამალიელის ფერხთით აღზრდილი?მაგრამ ტბებსა და მდინარეებთან მცხოვრებლებიც და მებაჟეებიც სწრაფად მივიდნენ და მიიღეს ქრისტე; ხოლო შენ, რჯულის მცოდნე, მას დევნი?ამიტომ განიკითხავდა იგი თავის თავს და ამბობდა: „არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად" (); ამიტომ აღიარებს უმეცრებას, რომელიც ურწმუნოებამ შვა; ამიტომ ამბობს, რომ შეწყალდა.
რას ნიშნავს: „სარწმუნოდ შემრაცხა მე" ()?უფლისეულთაგან არაფერს ღალატობდა; ამბობდა, რომ ყოველივე უფლისა იყო, თავისი საკუთარი საქმეებიც კი....
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად:
...ენდა და მოგებად სათნოებათა.
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად
ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“. ; გულისხმა-ვყოთ სახელისა ამის სიმაღლჱ, რამეთუ უკუეთუ ვისმე მეფისად ანუ ერისთვისად ეწოდებოდის, დიდად აქუს პატივად, რომელ მისად ეწოდების. მაშა ჩუენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოზისა და მთავარანგელოზისა ანუ ქერობინისა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, არა დავდვათა სული ჩუენი სიკუდილად, რაჲთა არა შეურაცხად გამოჩნდეს ჩუენი იგი სახელი? არა ჰხედავა, მჴედართა მათ, გარემოჲს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩუენ ღირსქმნულ ვართ მახლობელ ქრისტესა ყოფად, არა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“....