თარგმანი: რამეთუ მისლვად სურვიელ იყო და გარეგან ნებისა ღმრთისა არა ენება ამისი ქმნაჲ. ხოლო ესე მიუწერა, რაჲთა მათცა ცნან, ვითარმედ თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არარას იქმს, და არა მეწუხნენ არა-მისლვისათჳს. რამეთუ დიდი პავლე თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არასადა წარვიდოდა, და კუალად მისთჳს თქუა ესე, რაჲთა ასწავოს მათცა და ჩუენ ყოველთა, რაჲთა ყოველსავე საქმესა ჩუენსა ვედრებითა ღმრთისაჲთა ვიქმოდით.
რომაელთა მიმართ 1:13
12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
რომაელთა მიმართ თავი 1