20.და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.21.რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;22.ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).:
თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა ესოდენისა მისგან დიდებულებისა ქმნულთაჲსა იცნან შემოქმედი. ხოლო მათ, დაღაცათუ იცნეს და უწყოდეს, ვითარმედ უეჭუელად არს შემოქმედი შექმნულთაჲ და დამბადებელი დაბადებულთაჲ, არამედ არა ღმრთეებრ ადიდებდეს, არცა ჰმადლობდეს მას, რაჟამს პატივი დამბადებელობისა მისისაჲ დაბადებულთა მისთა მიაჩემეს, და უსულოთა მათ ჰმონებდეს სულიერნი იგი.
...ვმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:
როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბორო...