მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 1:26

25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.
რომაელთა მიმართ თავი 1
26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა (1,26).:

თარგმანი: "ამისთჳს". რომლისათჳს? გარნა რომელ ჰმსახურეს დაბადებულთა დამბადებელისა წილ, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან, და მიუშუა, რაჲთა, ნებათაებრ მათთა ბოროტთა, მიეცნენ ვნებათა მათ სირცხჳლისათა, რომელნიცა შეიყუარნეს მათ. ვინაჲთგან დაუტევეს მათ ღმერთი, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან. ხოლო ჩუენ, ძმანო, ნუმცა დაუტეობთ მცნებათა ღმრთისათა, რაჲთა მარადის მისი და არაოდეს მივეცნეთ ვნებათა სირცხჳლისათა. რამეთუ არა თუ ღმერთი ვის მისცემს სირცხჳლისათა. — ნუ იყოფინ! — არამედ ბოროტნი ნებანი კაცთანი განაშორებენ საფარველსა ღმრთისასა კაცთაგან, და რაჟამს საფარველი ღმრთისაჲ განეშოროს, მერმე მიეცემიან ვნებათა ბოროტთა. რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს და ყოველთა ფარვაჲ, არამედ ჩუენ ვაყენებთ ბოროტთა მიერ საქმეთა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან (1,26-27).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა თუ უღმრთოებად მიდრეკილებისა მათისათჳს დატევებულ იქმნნეს ღმრთისაგან, და მყის, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუს უცხო-ქმნულსა ღმრთისაგან, აღივსნეს სირცხჳლითა გინებისაჲთა. ხოლო ბუნებისა წესთა გარდაცვალებაჲ ესე არს, რაჟამს შჯულიერისა ვინ ქორწინებისა წესი გარდაცვალოს სიძვად, ანუ ბუნებითი — გარეშედ ბუნებისა, მამათმავლობად, ვითარ-ესე აწ მოციქული შეასმენს მათ, რომელნი არა ხოლო შჯულსა ღმრთისასა, არამედ ბუნებითსა მასცა შჯულსა წესიერისა მეუღლებისასა გარდამავალ იქმნნეს; რომელთა განჴურვებაჲ რაჲ თქუა, გარდარეულებაჲ სიბორგილისა მათისაჲ მოასწავა, ვინაჲცა არა სხუად რად, არამედ სარცხჳნელად სახელ-სდვა საქმესა მას ბილწებისა მათისსა, რამეთუ თჳთ ბუნებისა კაცთაჲსა შემარცხუენებაჲ შეგინებისაჲ, ვსებული ნაყოფი არს პთმსახურებისაჲ, -იგი კუალად-საგებელ უწოდს მოციქული, რამეთუ ვინაჲთგან საუკუნოჲსა მისთჳს მოსაგებელისა , ამისთჳს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის