თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა წამებისაჲთა სარწმუნო ჰყოფს, რამეთუ არა არს განყოფილება შორის ჰურიისა და წარმართისა, ვინაჲთგან, რომელსაცა ჰრწმენეს, მასცა არა ჰრცხუენეს. ამით სიტყჳთა დაამდაბლებს ზუაობასა ჰურიათასა, რომელთა-იგი უზეშთაეს წარმართთა შეერაცხნეს თავნი მათნი ამისთჳს დაუმტკიცებს, ვითარმედ სწორთაგანი სარწმუნოებითა არავინ უდარეს იქმნეს მადლისა ნაკლულევანებითა.
რომაელთა მიმართ 10:11
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.
რომაელთა მიმართ თავი 10