1.ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.2.ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.3.ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.4.რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.5.მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.6.ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.7.ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.8.მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.9.რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.10.ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.11.რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.12.ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.13.რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.14.მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?15.და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“16.მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“17.ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.18.მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.19.კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.20.ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.21.ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და...
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის...
გულითა გვწამს სიმართლედ, ხოლო პირითააღვიარებთ საცხოვრებელად (რომ. 10, 10).
დღეს, ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმინდა მართლ-მადიდებელი ეკკლესია ხმითა მაღლითა, სასმენელად ყოვლისა ერისა, აღიარებს სარწმუნოებასა მართლ-მადიდებლისა ეკკლესიისასა ყოველთა უმთავრესთა ტაძართა შინა. ვევედროთ ღმერთსა, რომ ეს აღსარება იქნეს საცხოვრებელად ჩვენდა, ვითარცა თქმულ არს ზემოდ მოყვანილთა სიტყვათა შინა წმიდისა პავლე მოციქულისა: პირითა აღვიარებთ საცხოვრებელად. გარნა ეს შესაძლებელი იქნება მით, თუ ჩვენ გვახსოვს და...