თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა წამებისაჲთა სარწმუნო ჰყოფს, რამეთუ არა არს განყოფილება შორის ჰურიისა და წარმართისა, ვინაჲთგან, რომელსაცა ჰრწმენეს, მასცა არა ჰრცხუენეს. ამით სიტყჳთა დაამდაბლებს ზუაობასა ჰურიათასა, რომელთა-იგი უზეშთაეს წარმართთა შეერაცხნეს თავნი მათნი ამისთჳს დაუმტკიცებს, ვითარმედ სწორთაგანი სარწმუნოებითა არავინ უდარეს იქმნეს მადლისა ნაკლულევანებითა.
თარგმანი: არა არსო განწვალებაჲ ჰურიისა და წარმართისაჲ, ვითარმცა ერთი უადვილე ცხოვნდებოდა და ერთი უძნელე. არამედ ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომელიცა მიიქცეს მისა. და რომელიცა უვარჰყოფდეს მას, ყოველივე წარწყმდების.
...რმოადგენდნენ, როგორსაც ეს ერი, როგორც ეს მართლაც მოხდა მათი გამომრჩეველი ღმერთის კეთილგანწყობით და მათი აღზრდითაც. რადგან პავლეც ადამიანთა ცხონებას სიმდიდრეს უწოდებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას“ ().
და კვლავ: „თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს“ (). ხედავ, როგორ წინასწარმეტყველმა გამოაჩინა ღმერთის მათდამი სიყვარული, განგება, მზრუნველობა და განწყობა, იმით, რომ ისინი თავის სიმდიდრედ უწოდა? ამიტომ ამ ორივე სიტყვით აჩვენებს ღვთის განსაკუთრებულ განგებას მათ მიმართ: იმითაც, რომ გამოირჩია, და იმითაც, რომ თავის სიმდიდრედ მიიღო. ხედავ, როგორ წარმოგვიდგინა მისი კაცთმოყვარეობა? ამიტომაც დასაწყისში ამბობდა: „აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი;“ (). **„რამეთუ მე გულისჴმა-ვყა...
...ეტად მცირდება? ამიტომ ნუ მივეჯაჭვებით სიღარიბეს, არამედ სიმდიდრე ავირჩიოთ. ღვთის სიმდიდრე ის არის, რომ მრავალი იყოს სასუფევლით მოსარგებლე. ამბობს: „რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.“ () გაზარდე მისი ქონება; გაზრდი კი, თუ მოიტაცებ, თუ მეტს მოიხვეჭ, თუ ძალას იხმარ. ნამდვილად საჭიროა ძალისხმევა. რატომღა? იმიტომ, რომ მრავალია დამაბრკოლებელი: ცოლები, შვილები, საზრუნავები, ამქვეყნიური საქმეები, მათთან ერთად დემონები და თვით დემონთა წინამძღოლი, ეშმაკი. ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, საჭიროა მოთმინება. ვინც ძალისხმევას იჩენს, შრომაშია.
როგორ? ყველაფერს ითმენს და აუცილებლობის წინაშე მტკიცედ დგას. როგორ? თითქმის შეუძლებელსაც კი ხელს ჰკიდებს....