მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 10:18

17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.
რომაელთა მიმართ თავი 10
18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ვთქუა, ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა — სიტყუანი მათნი (10,18).:

თარგმანი: კუალად სმენისათჳს დაამტკიცებს, ვითარმედ: არა უსმენელად დაშთომილ არიან ჰურიანი ქადაგებისა მის, რომელი-იგი დავით წინა-მოასწავა ფსალმუნსა შინა მეათრვამეტესა; რამეთუ, უკუეთუ ვითარ-ესე წამა წინაჲსწარმეტყუელმან, ყოველსა ქუეყანასა ესმა, ჰურიანიმცა უსმენელად დაშთომილ იყვნესა, რომელთა შორის აღმოსცენდეს წყაროჲსთუალნი ქადაგებისანი?

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა. არამედ ვთქუათ-მე: ნუ-უკუე არა ესმაა? და ვითარ, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა — სიტყუანი მათნი (10,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი მარადის სასწაულთა ითხოვდეს, ამისთჳს მიზეზად პოვა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და ამით შეარცხუენს მათ, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჯერ-არს სასწაულთა ძიებაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სასმენელითა იქმნების და არა სასწაულთა მიერ. ხოლო ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სასმენელითა არს, ნუ-უკუე ჰურიათა არა ესმაა? და ვითარ არა ესმაო, ვინაჲთგან ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი. მაშა ჰურიათა, რომელთა შორის იყო ძირი ქადაგებისაჲ, არამცა ასმიოდაა?

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (24,14).:

...იტყჳს, ვითარმედ პირველად იქადაგოსო სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და მაშინ მოიწიოს იერუსალჱმისა აღსასრული. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ მოოჴრებისა იერუსალჱმისა იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, ისმინე, ვითარ იტყჳს ნეტარი პავლე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდაო ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“. ; და კუალად იტყჳს: „სახარებაჲ იგი, რომელი იქადაგა ყოველსა სოფელსა, რომელ არს ცასა ქუეშე“. და საცნაურ არს იგი, ვითარ იერუსალჱმითგან ვიდრე ილირიკედმდე და ვიდრე სპანიადმდე რბიოდა. ხოლო ვინათგან ერთმან ესოდენი ნაწილი სოფლისაჲ მოვლო, გულისჴმა-ყავ, თუ სხუათა მოციქულთა თითოეულმან რავდენნი ქუეყანანი მოვლნეს და ქადაგებდეს სახარებასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად ყოველთა წარმართთა“? ესე იგი არს, სამხილებელად და საყუედრებელად და შემწამებელად წარმართთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა. რამეთუ იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, არამედ არა ჰრწმენა ყოველთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საწამებელად და სამხილებელად ურწმუნოთა მათ წარმართთა, რამეთუ რომელთა ჰრწმენა, იგინი შესწამებდენ ურწმუნოთა და დასჯიდენ მათ. ხოლო ამისთჳს პირველად იქადაგა სახარებაჲ...

სრულად ნახვა