თარგმანი: ამის ადგილისა სიტყუათა პირი ყოველივე ესე არს, რაჲთა ჰურიათაცა ნუგეშინის-სცეს და არა წარუკუეთოს სასოებაჲ, არამედ უჩუენოს, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცენ, შეიწყნარებს მათ ღმერთი; და წარმართთაგანნიცა დაამდაბლნეს, რაჲთა არა ზუაობდენ; და ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ცხოვნდეს წარმართნი, რამეთუ მათ ცხორებაჲ არა ინებეს, თუ არა, უკუეთუმცა ენება, მათი ჯერ-იყო პირველად ცხოვნებაჲ, და მერმეღა — წარმართნი. ვინაჲთგან უკუე მათ არა ინებეს ცხორებაჲ, მერმე პატივ-იცნეს წარმართნი. თუ არა, უკუეთუმცა ენება ჰურიათა, იგინიმცა პირველნი იყვნეს, ვიდრეღა წარმართნი, რამეთუ ესე თჳთ იტყჳს, ვითარმედ: "პირველად ჰურიანი და მერმეღა წარმართნი", და უფალი იტყოდა, ვითარმედ: "წარვედით უფროჲსად ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა". ჰხედავა, რამეთუ ურწმუნოებამან ჰურიათამან ადგილ-სცა წარმართთა უპირატეს-ყოფად სარწმუნოებითა. არამედ ვინაჲთგან მოვიდა მათდა იესუ და არა შეიწყნარეს იგი ბევრეულთა მათ სასწაულთა ზედა, არამედ ჯუარს-აცუეს, მერმე მოიზიდნა წარმართნი ქრისტემან, რაჲთა მათი პატივი ამხილებდეს მათსა უგუნურებასა და ნუ-უკუე შეშურდეს და მოიქცენ.
რომაელთა მიმართ 11:12
11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
რომაელთა მიმართ თავი 11