თარგმანი: ამას ჰურიათათჳს იტყჳს, რაჲთა არა თქუან, თუ სიძულილისა მათისათჳს თქუა, რაჲ-იგი თქუა ზემო, და რაჲთა დაამდაბლოს წარმართთაგანთა გონებაჲ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ, წარმართთა, ამის ორისა მიზეზისათჳს გადიდებ — პირველად, რამეთუ ესე მსახურებაჲ რწმუნებულ არს ჩემდა, რაჲთა თქუენ გიქადაგებდე და ამისთჳს გაქებ თქუენ, ვითარცა ჩემთა მოწაფეთა; და მერმე ამისთჳს, რაჲთა ჰურიანი, რომელთაცა ჴორცად ჩემდა სახელ-ვსდებ, ვაშურვო თქუენითა ქებითა, და ნუ-უკუე მოიქცენ, და ვაცხოვნნე მათგანნი ვიეთნიმე. ხოლო განაბრწყინვებს წარმართთაგანთაცა ამით პირითა, რამეთუ მიზეზად ჰურიათა მოქცევისა სახელ-სდებს მათ, რამეთუ ჰურიანი თჳსითა წარწყმედითა იქმნეს მიზეზ წარმართთა ცხორებისა. ხოლო წარმართნი თჳსითა სარწმუნოებითა არიან მიზეზ მათისა ცხორებისა.
რომაელთა მიმართ 11:13
12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
რომაელთა მიმართ თავი 11